ფშაველის საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ იჭირიაულმა ძიუდოში, საერთაშორისო ტურნირზე საპრიზო ადგილი დაიკავა
21-12-2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ იჭირიაულმა გივი სულაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 

მოსწავლემ 38 კგ წონით კატეგორიაში მე-2 ადგილი დაიკავა. 

ნიკოლოზ იჭირიაული თელავის ჭიდაობის სპორტული სკოლა „თელავის“ სპორტსმენი და ფშაველის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეა. 

გივი სულაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში 18 დეკემბერს, დაბა წყნეთში, გაიმართა.

სკოლაში ნიკოლოზის წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ. 

„სკოლა ულოცავს ნიკოლოზს, ტურნირის მონაწილე სხვა სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს მიღწეულ წარმატებას!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203