„ნაადრევი ქორწინება“- ცხენთაროს საჯარო სკოლის აჯამეთის კორპუსში საინტერესო პროექტი განხორციელდა
21-12-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ცხენთაროს (აჯამეთის კორპუსი) საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი სწავლებისას თანამედროვე მიდგომებს იყენებენ და ბავშვებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლაში პროექტი - „ნაადრევი ქორწინება" გაიმართა. მოსწავლეებმა აღნიშნულ საკითხთთან დაკავშირებით მოსაზრება გამოთქვეს, იმსჯელეს ნაადრევი ქორწინების დადებით თუ უარყოფით მხარეებზე, მოისმინეს პედგოგების შეხედულებები, შეაფასეს, შეაჯამეს და გამოიტანეს დასკვნა მოცემულ საკითხზე.  

ღონისძიებამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203