„დაეხმარე დაუყოვნებლივ“ - ფოთის N12 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
21-12-2022

ფოთის N12 საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი „დაეხმარე დაუყოვნებლივ“, რომელიც მოსწავლეებში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

პროექტის ინიცირებასა და განხორციელებაში მონაწილეობდნენ პედაგოგები: მანანა ხობელია, შორენა ხახუბია, შუშანიკ ლოჩოშვილი, ზურაბ ჩანგელია.

პროექტში მე-9 დან მე-11 კლასის ჩათვლით 35 მოსწავლე მონაწილეობდა. პროექტი 4-ნოემბერიდან 12-დეკემბერამდე გაგრძელდა.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა გაინაწილეს თემები :

  • დაზარალებულის მოვლა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევამდე;
  • გულის დაავადებით გამოწვეული გადაუდებელი შემთხვევები;
  • გულის არაპირდაპირი მასაჟის გაკეთება მოზრდილისთვის;
  • სუნთქვის გაძნელებასთან დაკავშირებული გადაუდებელი შემთხვევები;
  • გონებაზე მყოფი და უგონოდ მყოფი ადამიანისათვის დახმარების გაწევა რაიმე საგნის გადაცდენისას;
  • გარემო ფაქტორებით გამოწვეული დაზიანებები;
  • ძვლების, სახსრებისა და კუნთების დაზიანებები;
  • რბილი და მაგარი არტაშნის დადება;
  • ელექტროტრამვები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ზემოთ აღნიშნულ თემებზე მოიძიეს ინფორმაციები და მოამზადეს პრეზენტაცია, აჩვენეს სხვადასხვა სიტუაციის ამსახველი სიმულაციები. პროექტის დასკვნით ნაწილში მოვიწვიეთ პირველადი სამედიცინო დახმარების შესახებ კომპეტენტური ცოდნისა და გამოცდილების მქონე მშობლები, რომლებმაც ძალიან საინტერესო მასტერკლას ჩაუტარეს პროექტის ჯგუფის წევრებს, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სხვადასხვა შემთხვევებზე.

პროექტმა საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეებმა შეიძინეს ცოდნა იმ აუცილებელი უნარების შესახებ, რაც ყოველ ადამიანს სჭირდება გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს სწორი და დროული პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად.

„მოსწავლეებმა გაიაზრეს პროექტის თემის აქტუალობა, თუ როგორ შეიძლება გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე, როცა ვართ აღჭურვილი სათანადო ცოდნითა და უნარებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203