დიდი სმადის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები შეხვდნენ
21-12-2022

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ესტუმრნენ. 

სამხედრო მოსამსახურეებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს ინფორმაცია თავდაცვის ძალებში შემავალ სხვადასხვა სტრუქტურებში მოხვედრის შესაძლებლობასა და უფლება-მოვალეობაზე, ასევე ისაუბრეს სამხედრო პრივილეგიებზე, წოდებებზე, სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, ჯავშან-ტექნიკაზე და სხვა საინტერესო თემებზე.

სტუმრებმა მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაცია და მათ საქართველოს ეროვნული გმირების ისტორიები გააცნეს. 

„შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდეში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა მიიღეს პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

პროექტს - „ჩვენი ჯარი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. პროექტი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203