სათხის საჯარო სკოლის პირველი და მეორეკლასელებისთვის, კომპლექსური დავალების ფარგლებში, შიდასაკლასო სპორტული ფესტივალი ჩატარდა
21-12-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კომპლექსური დავალებებია, რომლებსაც მოსწავლეები ხალისითა და დიდი ინტერესით ასრულებენ. 

ამჯერად, სკოლის პირველ და მე-2 კლასებში საგანში - ფიზიკური აღზრდა განხორციელდა კომპლექსური დავალება „შიდასაკლასო ფესტივალი“, რომლის თემა გახლდათ - „მოძრავი თამაშები მძლეოსნობის ელემენტებით“.

აქტივობის ხელმძღვანელები, ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი ლუსინე თუმასიანი და გოჰარ ავაგიანი იყვნენ.

მოსწავლეებმა სპორტულ შეჯიბრებებში მიიღეს მონაწილეობა და ძალები გამოსცადეს. დრო კი ხალისიანად და საინტერესოდ გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი წინააღმდეგობის დაძლევას ეჩვევიან, ფიზიკურად იტვირთებიან და საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობას უფრო ხალისიანად აგრძელებენ.

იხილეთ ვიდეოები:

 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203