ჩრდილების თეატრი წერეთელის საჯარო სკოლაში - VI კლასის მოსწავლეებმა საინტერესო წარმოდგენა გამართეს
21-12-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს დიდი მონდომებითა და ინტერესით ასრულებენ.
ამჯერად, VIა და VIბ კლასების მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, წარმოდგენა - ჩრდილების თეატრი გამართეს. ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ წარმოდგენამ დამსწრე საზოგადოების უდიდესი მოწონება დაიმსახურა.
მასზე მოსწავლეებმა პედაგოგების - ნატო ტალახაძისა და ციცინო ტოროშელიძის ხელმძღვანელობით იმუშავეს. სკოლაში მათ დიდ მადლობას უხდიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს