
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა.
სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბი „წიგნიერება“, რომლის სამუშაო პროცესი მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
სკოლაში კლუბის მორიგი შეხვედრა, გრიგოლ აბაშიძის ისტორიულ რომანს მიეძღვნა.
კლუბის წევრებმა „ლაშარელა“ განიხილეს. გაიმართა დისკუსია, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: