„სიკეთის მქმნელს სიკეთე გვერდს ვერ აუქცევსო“ - სორმონის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა საინტერესო ღია გაკვეთილი
21-12-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლის მე-4 კლასში ღია გაკვეთილი ჩატარდა. 

„სიკეთის მქმნელს სიკეთე გვერდს ვერ აუქცევსო“ - სწორედ ამ გრძნობის გაღვივებას ემსახურებოდა ქართულის ღია გაკვეთილი. მას პედაგოგი გულიკო ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობდა. 

ღია გაკვეთილის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„სიკეთის გამოვლინების თითოეული ქმედება, რაც არ უნდა უმნიშვნელო იყოს იგი, კმაყოფილებას ანიჭებს როგორც თავად პიროვნებას, ასევე გარშემომყოფებსაც“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203