სორმონის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებს გეოგრაფიის მასწავლებელმა, ხათუნა ფურცხვანიძემ საინტერესო ღია გაკვეთილი შესთავაზა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში მოსწავლეები აქტივობებსა და პროექტებში მონდომებით ერთვებიან. მათ განვითარებაზე პედაგოგები ყოველდღიურად ზრუნავენ.
ამჯერად, მე-8 კლასში გეოგრაფიის ღია გაკვეთილი ჩატარდა. მისი თემა - „კონტინენტი - ჩრდილო ამერიკა“ იყო. მოსწავლეებმა ნასწავლი მასალა შეაჯამეს, საკითხის გარშემო ისაუბრეს, ამ კონტინენტის შესახებ დაგროვილი ცოდნა გამოავლინეს და ყურადღება გეოგრაფიულ მახასიათებლებზე გაამახვილეს.
ღია გაკვეთილს პედაგოგი ხათუნა ფურცხვანიძე უძღვებოდა.
იხილეთ ფოტოები: