​ამაღლების საჯარო სკოლაში ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას ღონისძიება მიეძღვნა
21-12-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლაში, მოსწავლეებმა ზაქარია ფალიაშვილის შესახებ საინტერესო შეხვედრა მოაწყვეს.

შეხვედრა პედაგოგ ნინო ჩინჩალაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

მოსწავლეებმა გაიხსენეს კომპოზიტორის შემოქმედება და გააცოცხლეს ოპერა - აბესალომ და ეთერი. ბავშვებმა ძალიან საინტერესოდ წარმოადგინეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი. ბავშვები იყვნენ თეატრალური კოსტიუმებით შემოსილნი და სცენა ჰქონდათ დეკორაციებით გაფორმებული.

დამსწერე საზოგადოება ძალიან ნასიამოვნები დარჩა წარმოდგენილი სანახაობით. სკოლის დირექცია კი - მადლობას უხდის მათ საინტერესო საღამოსთვის და იმედოვნებს, რომ ხშირად მოეწყობა ასეთი შეხვედრები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203