სორმონის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში ცოდნა საინტერესო აქტივობებით გაიღრმავეს
21-12-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლის მე-5 კლასში მათემატიკის ღია გაკვეთილი ჩატარდა. 

მისი თემა განტოლება იყო. სასწავლო პროცესს პედაგოგი თამარ კილაძე ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა გაიხსენეს კომპონტებს შორის დამოკიდებულება და უცნობი კომპონენტების პოვნის წესები, განსაზღვრეს განტოლების ამონახსნი, მოახდინეს განტოლების ამოხსნის სისწორე ამონახსნის ანუ ფესვის საშუალებით, ასევე განმარტეს თუ რას ნიშნავს განტოლების ამოხსნა.

მეხუთეკლასელები აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, მათ ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203