„ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს“ - თბილისის N136 სკოლის მასწავლებელმა ქეთევან ყურაშვილმა მოსწავლეებს საინტერესო პროექტი შესთავაზა
21-12-2022

თბილისის N136 საჯარო სკოლაში, მე-3 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ქეთევან ყურაშვილმა, 26-ოქტომბბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით პროექტზე - „ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს“ იმუშავა.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ამერიკელი მწერლის - ანე-კატერინე ვესტელის „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“ წაიკითხეს. მასწავლებელმა ზღაპრის შინაარსზე დაყრდნობით,  ვიქტორინა შეადგინა,  რომელშიც მონაწილეობა ყველა მოსწავლემ მიიღო. ბავშვები ხუთ ჰომოგენურ ჯგუფში გაერთიანდნენ.

აღსანიშნავია, რომ ყველა ჯგუფმა თითქმის, თანაბარი ცოდნა გამოავლინა, თუმცა გამარჯვებულის ტიტული მესამე ჯგუფმა მოიპოვა, რომლის  წევრებსა დიპლომი გადასცეს. ბავშვებმა დრო ნაყოფიერად და ხალისიანად გაატარეს.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებისთვის და ცოდნის გაღრმავებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც სკოლა აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203