„ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“- ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი მიმდინარეობს
21-12-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტები თუ აქტივობები ხშირად იმართება. ამჯერად კი პროექტი - „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ მიმდინარეობს. 

მას შვედეთის ქალაქ ჰუდიკსლავის ორგანიზაცია „გლადა ჰუდიკ თეატრი" ახორციელებს.  მისი საშუალებით ბავშვები დაინახავენ, რომ ამ სამყაროში ყველა ადამიანს სხვადასხვა შესაძლებლობა და უნარი აქვს. მისი სამიზნე ჯგუფი მე-4, მე-5, მე-6, მე-7 კლასის მოსწავლეები არიან. 

სკოლაში მის მიმდინარეობას ნაზიბროლა ბოლქვაძე ხელმძღვანელობს.

პროექტში მოსწავლეები თავიანთი სურვილითა და მშობლების მხარდაჭერით ჩაერთნენ.  გაიმართა პირველი შეხვედრა - „მთავარი ღირებულებები“. მოსწავლეები ბავშვთა უფლებების კონვენციას გაეცნენ. თავდაპირველად, დაასახელეს მთავარი ღირებულებები, ისაუბრეს ისეთ ცნებებზე, როგორიცაა დემოკრატია, პატივისცემა, ადამიანობა, ანგარიშის გაწევა, თანაგრძნობა, ტოლერანტობა, მრავალფეროვნება, პასუხისმგებლობა, დისკრიმინაცია და თანასწორად მოპყრობა, იმუშავეს ჯგუფებში, წარმოაჩინეს თავიანთი შეხედულეები. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. 

„ხშირად ვსაუბრობთ ისეთ ფასეულობებზე, როგორებიცაა: ტოლერანტობა და მრავალფეროვნება, თუმცა ამ ლამაზი სიტყვების მიღმა სხვა რეალობა იმალება. ასეთი პრობლემების აღმოფხვრაში დაგვეხმარება ისეთი ღონისძიებების ჩატარება, რომელიც ჯანსაღ ღირებულებებზე გაზრდის თაობებს.
მადლობა ქალბატონ ნინო ერემაშვილსა და ჩემს მოტივატორ კოლეგას დარიკო მელაძეს პროექტში ჩართვისათვის“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203