ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სტერეოტიპების შესახებ ისაუბრეს
21-12-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი - „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ მიმდინარეობს. 

მის ფარგლებში მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელის განსახილველი საკითხიც „სტერეოტიპები/მცდარი წარმოდგენები“ იყო. მისი სამიზნე ჯგუფი IV, V, VI, VII კლასის მოსწავლეები არიან.

შეხვედის მიმდინარეობისას განიხილეს, თუ რას ნიშნავს სტერეოტიპები, მოსწავლეებმა მოიყვანეს მაგალითები, გამოთქვეს აზრი, თუ საიდან მოდის მცდარი წარმოდგენები და არსებობს თუ არა ისინი თავიანთ კლასში, სკოლასა და ქალაქში.

განსახილველ საკითხთა შორის იყო:

  • რატომ გვაქვს მცდარი წარმოდგენები?
  • რას ნიშნავს, როდესაც შენს შესახებ მცდარი წარმოდგენა აქვთ?
  • რა შეგიძლია გააკეთო სტერეოტიპების დასამსხვრევად?
  • რისი გაკეთება შეგიძლიათ სკოლაში სტერეოტიპების გადასალახად?
გარდა ამისა, მოსწავლეებმა შეასრულეს დამატებითი დავალება - შუქნიშანი, ისაუბრეს შუქნიშნის დანიშნულების შესახებ და იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოვარგოთ ეს სიმბოლო, აქაც, როგორც მოქმედების სიმბოლო, ოღონდ ქცევითი ფორმების მოქმედების სამართვად - შეჩერდი, გაბედე, განაგრძე.

მათ იმუშავეს ჯგუფებში, დახატეს შუქნიშანი, განიხილეს და ჩამოწერეს საკითხები, რაც უნდა შეწყვიტონ, დაიწყონ, გააგრძელონ, გააზიარეს იდეები, ბოლოს კი დაფაზე ჩამოწერილ იდეებს გაეცნენ და შეაფასეს.

მომდევნო შეხვედრის თემა „მსგავსება-განსხვავება“ იქნება. 

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203