ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში ფილმის ჩვენება გაიმართა
21-12-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, ფილმი - „მოდის ჩვენება - გლადა ჰუდიკიდან ნიუ-იორკამდე“ ნახეს. 

ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ, ფილმს დიდი ინტერესით უყურეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

„მალე განვიხილავთ და უკეთ ვისაუბრებ მიღებულ ემოციებზე, განცდებზე, თუმცა ვხედავდი, როგორ გრძნობდნენ და აღიქვამდენ.
თავადაც ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. პ.ს.ცრემლები ბუნებრივია ამ დროს ალბათ“,- ემოციებს გვიზირებს მოსწავლეთა პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203