„მიილია შემოდგომა“ - ზედა განთიადის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა მრავალფეროვანი ღონისძიება
21-12-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლის მე-4 კლასში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება - „მიილია შემოდგომა“ მოეწყო.
მოსწავლეები მის მიმდინარეობში, პედაგოგების მაია ცხადაძისა და მზია ყურშუბაძის ხელმძღვანელობით, მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, შემოდგომა გააცილეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციით გაფორმებული გარემო საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.
„დიდი მადლობა, თქვენ, ასეთი საინტერესო და ლამაზი აქტივობებისათვის“,-აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს