
ქუთაისის N12 საჯარო სკოლა სხვადასხვა ატივობასა და პროექტში აქტიურადაა ჩართული. ამჯერად კი სკოლას, ისრაელის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ,,გულთა კავშირის“ ინიციატივით, ახალგაზრდა პოეტები და მომღერლები ესტუმრნენ, რომლებმაც ღონისძიება გამართეს.
შემოქმედებითი საღამოს მონაწილეები იყვნენ პოეტები: თამარ მამისეიშვილი, გაგა გოგრიჭიანი, დავით სულამანიძე და მომღერლები: საბა საფარელი, მზია გეწაძე, ნინო ხურციძე (ვანელი) და ტატო ადეიშვილი მონაწილეობდნენ, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებითი ნიჭი გამოავლინეს.
როგორც სკოლაში აღნიშნეს, ღონისძიების მონაწილეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა დრო ძალიან საინტერესოდ და ხალისიანად გაატარეს.
სკოლა, მონაწილეებს სასიამოვნო განწყობის შექმნისთვის, უდიდეს მადლობას უხდის.
მსგავსი ღონისძიებები სასწავლო პროცესს მრავალფეროვნებას მატებს, რაც მოსწავლეების მოტივაციაზეც დადებითად აისახება.
იხილეთ ფოტოები: