ხუცუბნის საჯარო სკოლის პედაგოგმა, მაია მახარაძემ VI კლასის მოსწავლეებს ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაკვეთილი ჩაუტარა
20-12-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლის, VI კლასის „ჩვენი საქართველოს“ მასწავლებელმა - მაია მახარაძემ ჩაატარა გასვლითი გაკვეთილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილის თემა იყო „დასახლების ტიპები და სამშენებლო საქმე გურიაში“. მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია გურულებისთვის დამახასიათებელმა ოდასახლმა, დამხმარე ნაგებობებმა და ძველმა საყოფაცხოვრებო ნივთებმა. ის, რაც აქამდე წიგნში ენახათ, საკუთარი თვალით იხილეს, ამიტომ ხალისით შეასრულეს მასწავლებლის მიერ მიცემული დავალება ჯგუფებში. გაკვეთილი კიდევ უფრო საინტერესო გახადა მუზეუმის თანამშრომლის ქეთევან ჭელიძის მონათხრობმა. თავიანთი ემოციები ბავშვებმა შთაბეჭდილებების წიგნში ჩაწერეს.

თვითშეფასების დროს მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ გასვლითი გაკვეთილები ხშირად უნდა ჩატარდეს, რადგან ეს გაუადვილებთ მათ საგაკვეთილო თემის ათვისებას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203