
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლის ლიტერატურულმა კლუბმა „მკითხველი“, კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა განახორციელა. აქტივობის თემა გახლდათ - „პოეზიაში უდიდესი და ცხოვრებაში გზააბნეული“.
მოსწავლეებმა ამჯერად გალაკტიონის უკვდავი პოეზია გაიხსენეს.
კლუბის წევრებმა ისაუბრეს გალაკტიონის შესახებ, წაიკითხეს მისი ლექსები და კლასი გააფორმეს პოეტის ფრაზებითა და პორტრეტული სურათებით.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს გალაკტიონის ცხოვრების ნაკლებად ცნობილი დეტალები. შეხვედრა იყო შემეცნებითი და პოეზიით გაჯერებული.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებს სასიამოვნო საღამოს მოწყობისთვის და წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: