
გარდაბნის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებს, პროექტებსა თუ აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად,სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე - „ჯანსაღი კვება“. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მავნე და სასარგებლო საკვების, კვების რეჟიმის შესახებ საინტერესო სტატიები დაწერეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
საინტერესო პროექტი მოსწავლეებს მასწავლებელმა სევდა შახვერდიევამ შესთავაზა.
იხილეთ ფოტოები: