ზესტაფონის N1-მა საჯარო სკოლამ 105 წლის იუბილე შთამბეჭდავად აღნიშნა
20-12-2022

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ზესტაფონის N1-მა საჯარო სკოლამ 105 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა. ღონისძიება 10 დეკემბერს, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართა.

ღონისძიების სამზადისში სკოლის წამრომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ. დიდ სცენაზე მონაწილეებმა შთამბეჭდავი კონცერტი მოაწყვეს, ტრადიციულ სამოსში გამოწყობილებმა ქართული ცეკვები შეასრულეს, იმღერეს და დამსწრე საზოგადოებას მინი სპექტაკლიც შესთავაზეს. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები, რომელთა შორის იყო ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ „105“ არა მხოლოდ, ციფრები, არამედ სკოლის მთელი ისტორიაა. მოწვეულმა სტუმრებმა სკოლასა და მოსწავლეებს წარმატება უსურვეს.

სტუმრებს შორის იყვნენ სკოლადამთავრებულებიც, რომლებმაც სკოლის კედლებში გატარებული დრო სასიამოვნოდ გაიხსენეს.

სკოლა 1917 წელს გაისხნა, სადაც მხოლოდ 15 პედაგოგი მოღვაწეობდა, დღეს კი მათი რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რაც შეეხება მოსწავლეებს დღეს სკოლაში 500-მდე მოსწვალე სწავლობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203