ეშტიის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ეკო-ყუთი დაამზადეს
20-12-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა საინტერესო აქტივობა განახორციელეს.
მათ ეკო-ყუთი დაამზადეს, ინფორმაცია დაიტანეს და სკოლის დერეფანში განათავსეს.
ეკოკლუბის წევრებმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთხოვეს კლუბის აქტიურ და საინტერესო ცხოვრებაში ჩაერთონ. გარდა ამისა, სთხოვეს, თავიანთი იდეები დაეწერათ და ყუთში ჩაეყარათ.
მისი გახსნა რამდენიმე თვის შემდეგ იგეგმება. განიხილება იდეები და საკითხები, რომლებიც ეტაპობრივად შესრულდება.