ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლათა განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. ამ მიზნით ისინი სწავლებისას თანამედროვე მიდგომებს იყენებენ და საინტერესო აქტივობებს ახორციელებენ.
ამჯერად, I კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში კომპლექსური დავალება, რომლის სამიზნე ცნებაც გეომეტრიული ობიექტები იყო, წარმატებით შეასრულეს.
კომპლექსური დავალების პირობა შემდეგი იყო: მალე ახალი წელია, წარმოიდგინე, რომ გრინჩმა მოგპარა ნაძვის ხე და საახალწლო სათამაშოები. გეომეტრიული ფიგურების მეშვეობით შექმენი ნაძვის ხის სათამაშოები, რათა არ გაიფუჭო საახალწლო განწყობა.
მოსწავლეებმა დავალებას თავი იოლად გაართვეს - თავიანთი ხელით შექმნილი სათამაშოებით ოთახი და ნაძვის ხე მორთეს.
იხილეთ ფოტოები: