კუხის საჯარო სკოლის მეორეკლასელთა საინტერესო აქტივობა - მოსწავლეებმა ორნიშნა რიცხვების ჩაწერა სხვადასხვა სიმბოლოების გამოყენებით ისწავლეს
20-12-2022
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, პედაგოგები მოსწავლეების განვითარებასა და მოტივირებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი სწავლებისას თანამედროვე მიდგომებს იყენებენ.
ამჯერად, მათემატიკის საინტერესო აქტივობა მე-2 კლასში ჩატარდა. მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს და ორნიშნა რიცხვების ჩაწერა სხვადასხვა სიმბოლოების გამოყენებით შეძლეს. მათ მოდნომებით იმუშავეს, ბოლოს კი პრეზენტაციაც გამართეს.
„ჯგუფების წინაშე დასმული ამოცანა, ფაქტობრივად, რიცხვის შესაკრებთა ჯამად წარმოდგენას უკავშირდება, ხოლო მინიმალური ოდენობის, შემდგომ კი ათეულების გამოყოფასაც ნიშნავს. ამ აქტივობით მოსწავლეები ეცნობიან რიცხვთა ჩაწერის ერთ-ერთ არაპოზიციურ სისტემას. მოსწავლეები იცავდნენ ჯგუფური მუშაობის წესებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს