
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიის საჯარო სკოლის მე-10 კლასში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში სავალდებულო პროექტი - „ისტორიული ვარძია“ წარმატებით განხორციელდა.
პროექტს პედაგოგი ლამზირა ბააკაშვილი ხელმძღვანელობდა. მოსწავლეები პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დაკისრებულ დავალებებს, მოიძიეს ახალი ინფორმაცია მშობლიური სოფლის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. მათ სურდათ პროექტი წიგნის სახით წარმოედგინათ.
მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია, პრეზენტაციის სახით წარადგინეს, ვიზუალიზაციისთვის თავად დაამზადეს მაკეტები და კლასში ნამუშევრების გამოფენა მოაწყეს.
სკოლის დირექცია, წარმატებას უსურვებს პედაგოგს, თავის ნიჭიერ მოსწავლეებთან ერთად.
იხილეთ ფოტოები: