
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო განწყობაა. მოსწავლეებმა საახალწლო თემატიკაზე საინტერესო ნახატები შექმნეს და თემაზე - „მოდის წელი ახალი“ გამოფენაც მოაწყვეს, რომლის ხელმძღვანელიც ხელოვნების მასწავლებელი იყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნახატები სასკოლო საზოგადოებას ძალიან მოეწონა. მოსწავლეებიც თავიანთი ნამუშევრებით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ და დრო ხალისიანად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლებში მსგავსი აქტივობების ჩატარება მოსწავლეების უნარების გაუმჯობესებისთვის და მოტივაციის ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტოები: