თელავის N8 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა წინასაახალწლო ღონისძიება გამართეს
20-12-2022

თელავის N5 საჯარო სკოლაში წინასაახალწლო განწყობაა. ბავშვები ახალ წელს მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებით ეგებებიან. 

მე-5 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, მაია პირველის ხელმძღვანელობით, საახალწლო ზეიმი გამართეს. ბავშვებმა, მონაწილეობა საინტერესო აქტივობებში მიიღეს: იმღერეს, ქართულ და უცხოურ ენაზე ლექსები წაიკითხეს და იცეკვეს. როგორც სკოლაში ამბობენ, ღონისძიება ძალიან ლამაზი და ხალისიანი იყო. როგორც ბავშვები, ასევე დამსწრე საზოგადოებაც დადებითი ენერგიით დაიმუხტნენ და დრო ხალისიანად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეების შემოქმედებითი უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენისთვის საუკეთესო საშუალებაა, ასევე ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან და უკეთ ეცნობიან. 

იხილეთ ვიდეო:

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203