ნაგებერაოს საჯარო სკოლაში კინოკლუბი ფუნქციონირებს
20-12-2022

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლაში, ფილმების მოყვარული მოსწავლეებისთვის კინოკლუბი მუშაობს.

ფილმების ჩვენება ეწყობა სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრის ორგანიზებით. ჩვენებას მასპინძლობს სკოლის ბიბლიოთეკა.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ეცნობიან მხატვრულ ნაწარმოებებზე დაფუძნებულ ფილმებს, განიხილავენ და მიღებულ შთაბეჭდილებებს ერთმანეთს უზიარებენ „შთაბეჭდილებების დღიურის“ საშუალებით.

მსგავსი პროექტები, ძალიან სასიამოვნოა სასკოლო საზოგადოებისთვის, რადგან ფილმების ყურება ერთგვარ განტვირთვას წარმოადგენს, იძლევა ახალ და მნიშვნელოვან ინფორმაციას და ამასთანავე ადამიანებს უმუშავებს შეფასებისა და ანალიტიკის უნარს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203