სახალვაშოს საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
20-12-2022

ედნარ დიასამიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს პროექტში - „ცხოვრება ქვის ხანაში“ მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ. 

7- 9 დეკემბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი - „ცხოვრება ქვის ხანაში“ გაიმართა. ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტით  გათვალისწინებული აქტივობები ჩატარდა. სასწავლო პროგრამა მოიცავდა პრაქტიკულ მეცადინეობებს, დოკუმენტური ფილმების ჩვენებას, სამეცნიერო ვორქშოპებს, თემატურ ექსკურსიებს და სხვ.

პროექტში მონაწილეობდა სახალვაშოს საჯარო სკოლის 5 მოსწავლე და მათი ისტორიის პედაგოგი ნინო აბაშიძე. ისინი აქტიურად ჩაერთვნენ აღნიშნულ პროექტში და დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.

სახალვაშოს საჯარო სკოლა აქტიურად თანამშრომლობს მუზეუმებთან, მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავების
მიზნით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203