ქუთაისის N12 სკოლაში მეშვიდეკლასელებმა თამბაქოს მავნებლობის შესახებ პრეზენტაცია გამართეს
20-12-2022

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო თემის შესახებ დისკუსიები ხშირად იმართება.

ამჯერად, სკოლაში მე-7 კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „თამბაქო, მისი მავნებლობა მოზარდის ორგანიზმისთვის; ელექტრონული სიგარეტი, მითი და რეალობა“, საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს. 

პრეზენტაციას, სკოლის დირექტორი ნათია სულავა, სასწავლო ნაწილის გამგე მერი სართანია და კლასის ხელმძღვანელი მ.რობაქიძე ესწრებოდნენ. მოსწავლეებმა თამბაქოს შემადგენლობაში შემავალ ქიმიურ ნივთიერებებსა და მათ მომაკვდინებელ გავლენაზე ამომწურავად ისაუბრეს. ასევე ელექტრონული სიგარეტის შესახებ არსებული მითის შესახებ დისკუსია მოაწყვეს - ასეთი პოპულარობით რატომ სარგებლობს და რეალურად მისი მოხმარების მიღმა რა საშიშროება იმალება.

პრეზენტაციის თემა დამსწრე საზოგადოებას ძალიან მოეწონა და ყველამ დადებითად შეაფასა.

აღსანიშნავია, რომ მსგავს თემებში მოზარდების ჩართულობა ძალიან მნიშველოვანია, რათა თამბაქოს მავნე ზემოქმედების შესახებ სწორ ინფორმაციას ფლობდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203