ტყიბულის N6 სკოლის ეკოკლუბის წევრები წლებია მაკულატურას აგროვებენ და მის სანაცვლოდ გეოგრაფიის კაბინეტს ახალი წიგნებით ამდიდრებენ
20-12-2022

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში ეკოკლუბი „მწვანე სკოლა“ წარმატებით მუშაობს. კლუბი სკოლაში 2014 წლიდან ფუნქციონირებს და მისი ხელმძღვანელი ეკატერინე ჭელიძე გახლავთ. 

ეკოკლუბი სისტემატურად ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას, რომლებიც მდგრადი განვითარების მიზნებს ემსახურება. 

წლებია XII კლასის მოსწავლეები - ელია არსენიძე, ლუკა ბარბაქაძე, მიხეილ ხეცურიანი, ლევანი ყაზაიშვილი, ვანო სოფრომაძე მაკულატურას აგროვებენ და მის სანაცვლოდ ახალი წიგნებით ამდიდრებენ გეოგრაფიის კაბინეტს.

აღსანიშნავია, რომ ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203