ჩხაკოურის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
20-12-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლაში, ხშირად იგეგმება შემეცნებითი და სახალისო აქტივობები, ამჯერად სკოლაშიი ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.

თამაშს პედაგოგი ნათელა ირემაძე ხელმძღვანელობდა.

მოსწავლები აქტიურად ჩაერთნენ ინტელექტუალურ თამასში, მათთვის ძალიან სახალისო და სასიამოვნო იყო მონაწილეობის მიღება.

ამ ტიპის აქტივობები, ხელს უწყობს მოსწავლეებს საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების წარმოჩენაში. ხშირად გადატვირთული საგაკვეთილო რეჟიმის ფონზე, აუცილებელია დაიგეგმოს სახალისო და მოსწავლეებისთვის სასურველი პროექტები, რომლებიც მათთვის მოტივაციის მიმცემი იქნება და დაეხმარება საკუთარი თავის რეალიზებაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203