„ნერვული დაავადებები და გამოჩენილი ადამიანები“- თბილისის N136 სკოლის მე-9 კლასში საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა
20-12-2022
თბილისის N136 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობები თუ ღონისძიებები ხშირად იმართება. 

ამჯერად, მე-9 კლასში პროექტის - „ნერვული დაავადებები და გამოჩენილი ადამიანები“ პრეზენტაცია ჩატარდა. მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

მეცხრეკლასელებმა გამოჩენილ ადამიანებსა და მათ დაავადებებზე ისაუბრეს. 

პრეზენტაციამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა, მის მიმდინარეობაში ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203