თბილისის N103 სკოლის შთამბეჭდავი „ამხანაგური გაკვეთილი“
20-12-2022

თბილისის N103 სკოლის მე-4 და მე-12 კლასებში, სპორტის მასწავლებლების - ეკა ყარყარაშვილისა და ლია ჭყონიას ხელმძღვანელობით, „ამხანაგური გაკვეთილი“ ჩატარდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილის მიზანი იყო სპორტის, ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რაც საკმაოდ აქტუალურია.

მოსწავლეები არაერთ სპორტულ აქტივობასა და მხიარულ შეჯიბრში მონაწილეობდნენ. უფროსკლასელებს შორის იყვნენ სპორტსმენები, რომლებიც მაგალითის მიმცემები იქნებიან პატარებისთვის.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ასეთი სახალისო და აქტიური გაკვეთილები უმცროსკლასელთა და უფროსკლასელთა მეგობრობისა და თანამშრომლობის საწინდარია, რაც მრავალი ერთობლივი პროექტის დაგეგმვის საშუალების მომცემია.

აღსანიშნავია, რომ მე-4 კლასის ხელმძღვანელი ლალი თეთრაძე გახლავთ.

იხილეთ ფოტო - ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203