„ორიგინალური ნაძვის ხე“ - ტურცხის საჯარო სკოლის მე-4 კლასში სახალისო კონკურსი ჩატარდა
20-12-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო სამზადისია. პედაგოგები მოსწავლეთა საზეიმო განწყობაზე ზრუნავენ და მათ სხვადასხვა სახალისო და საინტერესო აქტივობას სთავაზობენ. 

მათ შორის, ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანმა მასწავლებელმა, თამარ დევდარიანმა მე-4 კლასში ჩაატარა სახალისო კონკურსი - „ორიგინალური ნაძვის ხე“.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მართლაც ორიგინალური ნამუშევრები. ამავე გაკვეთილზე მოეწყო მოსწავლეთა ნახატებზე, მათი თანამონაწილეობით შექმნილი სპექტაკლის ჩვენებაც. მოსწავლეებმა მათთვის განკუთვნილი როლები ოსტატურად მოირგეს და ერთმანეთს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203