ქვედა საქარის საჯარო სკოლის მოსწავლე მერი ქარქაშაძე ესეების კონკურსში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა
20-12-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარის საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლას სკოლა დიდი სიხარულით გვიზიარებს.
ერთ-ერთი ასეთი წარმატებული მოსწავლეა მერი ქარქაშაძე, რომელიც სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე გახლავთ. ის ესეების კონკურსში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა.
მერი ქარქაშაძე ზესტაფონის მერიის მიერ ორგანიზებულ ესეების კონკურსში მონაწილეობდა. ესეების კონკურსის თემა გახლდათ - „რატომ ვირჩევთ თანასწორობას?“
მოსწავლემ კონკურსში საინტერესო თემა წარადგინა, ჟიურის მოწონება დაიმსახურა და მე-3 ადგილი დაიკავა.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს