სორმონის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები სულხან-საბა ორბელიანის იგავურ ენასა და სიბრძნეს საინტერესო აქტივობებით ეზიარნენ
20-12-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. იმართება საინტერესო აქტივობები, რომლებშიც მოსწავლეები მონდომებით ერთვებიან. 

მე-5 კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში ღია გაკვეთილი პედაგოგმა თამარ ფურცხვანიძემ ჩაატარა. ამჯერად, მოსწავლეები სულხან-საბა ორბელიანის იგავურ ენასა და სიბრძნეს ეზიარნენ. განიხილეს იგავ-არაკი „ძუნწი და ოქრო“ და „ქონება-გონების" გამოყენების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. 

მოსწავლეები გაკვეთილის მიმდინარეობაში ინტერესით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203