სორმონის საჯარო სკოლის პედაგოგ თამარ ფურცხვანიძის და მეექვსეკლასელთა მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ქართული ენისა და ლიტერატურის ღია გაკვეთილი
20-12-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლას საკუთარი საქმის პროფესიონალი, მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული პედაგოგები ჰყავს, რომლებიც სასწავლო პროცესში თანამედროვე მიდგომებს იყენებენ. 

ერთ-ერთი ასეთი მასწავლებელი თამარ ფურცხვანიძეა. ამჯერად, მან ქართულ ენასა და ლიტერატურაში ღია გაკვეთილი მე-6 კლასში ჩაატარა. 

მოსწავლეები ანა კალანდაძის ლექსს - „მოდიოდა ნინო მთებით“ გაეცნენ, ნაწარმოები გაანალიზეს, ვიდეორგოლს უყურეს, ისაუბრეს და  საკუთარი „კლიპიც“ დაამონტაჟეს. 
 
გაკვეთილმა ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203