ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის პედაგოგთა გაკვეთილებს, საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ტრენერები დააკვირდნენ 
20-12-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, უკვე ოთხი წელია მიმდინარეობს ლიდერ მასწავლებელთა ტრენინგები, პროგრამა ითვალისწინებს გაკვეთილზე დაკვირვებასაც. სწორედ ამ მიზნით მე-2 კლასში მათემატიკაში, პედაგოგ ნაზიბროლა ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, გაკვეთილი ჩატარდა. 

მისი თემა მონაცემთა შეგროვება და დაჯგუფება, ხოლო მიზანი მონაცემთა კლასიფიკაციის, დაჯგუფების უნარის განვითარება და საილუსტრაციო ამოცანების ამოხსნა იყო. 

გაკვეთილმა საინტერესოდ, ნაყოფიერად ჩაიარა, განხორციელდა საინტერსო აქტივობები. მას ნელი ალექსანდრიდი აკვირდებოდა, რომელმაც პედაგოგს რეკომენდაციები გაუზიარა. 
 
გარდა ამისა, ამავე დღეს მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფის თითოეულ წევრზე როგორც ლიდერ მასწავლებლებზე, ასევე მსჯ-ს (მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფი) წევრ მასწავლებელზე დაკვირვება განხორციელდა. 

ქართულში - მე-3 კლასში გაკვეთილი მსჯ-ს წევრმა მასწავლებელმა - ლია ბოლქვაძემ, მეექვსე კლასში ლიდერმა მასწავლებელმა მზევინარ ცეცხლაძემ, ხოლო მათემატიკაში, მე-5 კლასში ლიდერმა მასწავლებელმა ხათუნა დეკანაძემ ჩაატარა. 

საგაკვეთილო პროცესს ტრენერები - ნელი ალექსანდრიდი, ნანა მაკარაძე და ნათია მაკარაძე აკვირდებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203