„გეოგრაფიის ლოტო“ - ძირკვაძეების საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეების ინიციატივით, საინტერესო კონკურსი ჩატარდა
20-12-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის, მე-10 კლასის მოსწავლეების ინიციატივითა და ორგანიზებით „გეოგრაფიის ლოტო“ ჩატარდა. პროექტს მასწავლებელი ოთარ აბულაძე ხელმძღვანელობდა.

თავად ბავშვებმა შექმნეს „გეოგრაფიული ლოტო“ და მთელი მონდომებით ემზადებოდნენ კონკურსისთვის.

კონკურსში მონაწილეობდნენ VIII-XII კლასის მოსწავლეები:

  •   I ადგილი-ელენე შავაძე;
  •   II ადგილი-ნინო თავართქილაძე;
  •   III ადგილი-დურუ ზოიძე.
როგორც სკოლიდან გვამცნობენ, სკოლის დირექტორმა გამარჯვებულ მოსწავლეებს და ღონისძიების წამყვანს, თათია თავართქილაძეს, სიგელები გადასცა და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობებში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მასწავლებლები, დაწყებითი კლასის მოსწავლეები და სკოლის კურსდამთავრებულები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203