ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთში, იმერეთის ღია პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს
20-12-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებასა და აქტივობაში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, ელენე კოჩალიძე, ელისაბედ კოჩალიძე, ნიკა ართმელაძე და მურად ბერიძე მაგიდის ჩოგბურთში წყალტუბოში გამართულ იმერეთის ღია პირველობაში მონაწილეობდნენ. მათ ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მეშვიდე კლასის მოსწავლე ელისაბედ კოჩალიძემ ცხრა შეხვედრიდან, რვა დამაჯერებლად მოიგო, ფინალურ შეხვედრაში მცირე სხვაობით დამარცხდა და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.

„ვულოცავთ ჩვენს გუნდს ამ ბრწყინვალე გამოსვლას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ! სპორტის მასწავლებელს, გია ბოლქვაძეს განსაკუთრებულად ვულოცავთ ამ გამარჯვებას, ისევ გაგვახაროს თავისი მიღწევებით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203