„ბერძნული კოლონიზაცია და საქართველო“​ - ძირკვაძეების საჯარო სკოლის მეათეკლასელებმა საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს
20-12-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, საქართველოს ისტორიაში შეასრულეს კომპლექსური დავალება თემაზე - „ბერძნული კოლონიზაცია და საქართველო“. 

საინტერესო კომპლექსური დავალება მოსწავლეებს პედაგოგმა დალი შავაძემ შესთავაზა. 

მოსწავლეებმა დავალებას წარმატებით გაართვეს თავი და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაციაზე მაღალი  შეფასება დაიმსახურა ელენე შავაძის მიერ დამზადებულმა რუკამ, ხოლო თემასთან დაკავშირებული საკითხები საინტერესოდ მიმოიხილეს სალომე შავაძემ, თათია და ნინო თავართქილაძეებმა.

პრეზენტაცია საკმაოდ ინტერაქციული იყო, მოსწავლეებმა წინასწარვე მოიძიეს თემის შესახებ ახალი და საინტერესო ფაქტები და ჰქონდათ შესაძლებლობა მიღებული ცოდნა თანაკლასელებისთვის გაეზიარებინათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203