ტყიბულის N6 სკოლამ პროექტში - „საქართველოს ახალგაზრდები ვაქცინაციისათვის“ ჩართულობისთვის მადლობის სიგელი მიიღო
20-12-2022

ტყიბულის N6  საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში აქტიურად არიან ჩართულნი. ამჯერად, მათ პროექტში - „საქართველოს ახალგაზრდები ვაქცინაციისათვის“ მიიღეს მონაწილეობა.

პროექტი, გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და არასამთავრებო ორგანიზაციის „ჰელფინგ ჰენდისა“ და იმუნიზაციისა და ვაქცინოლოგიის ასოციაციის მიერ განხორცილდა. მოსწავლეთა ჯგუფის წევრების: ნუცა ქასრაშვილის, ანა ლეჟავას მარიამ ჭელიძისა და ოთარ ტოფაძის, ჩართულობით, სკოლამ მადლობის სიგელი მიიღო. 

სკოლა მოსწავლეებს არასამთავრობო ორგანიზაციაში ჩართულობისთვის მადლობას უხდის.

აღსანიშნავია, რომ მსგავს პროექტებში მონაწილეობის მიღება, ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეების განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203