
15 დეკემბერს, ხონის N2 საჯარო სკოლაში unicef-ის საგრანტო პროექტის - „უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“ ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრა მოეწყო.
შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის ტრენერები ნატო ქობულაძე, მანანა დეისაძე და ლელა ეძგვერაძე აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და სკოლის მასწავლებლები და დირექცია.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრაზე განხილული იყო საკითხები სწავლების უნივერსალური დიზაინის, წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების მიმართულებებით. ამავე პროექტის ფარგლებში დაჩქარებული კურიკულუმის დანერგვა და გამოყენება შესწავლილი იქნა გაკვეთილებზე დასწრებით.
ტრენერების მხრიდან გაიცა რეკომენდაცები კონკრეტული საკითხების სასწავლო პროცესში დანერგვის მიზნით.
იხილეთ ფოტოები: