
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა თოვლის ბაბუას წერილი ინგლისურ ენზე მიწერეს და საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე დაპატიჟეს.
ინიციატივას ინგლისური ენის მასწავლებელი სოფიო მარდალეიშვილი ხელმძღვანელობდა.
მსგავსი სახალისო აქტივობები, ეხმარება ბავშვებს გადატვირთული საგაკვეთილო პროცესი, სახალისო და ენერგიული გახადონ.
ბავშვებისთვის ეს აქტივობა ძალიან დასამახსოვრებელი იყო, გამოიმუშავეს წერითი კულტურა ინგლისურ ენაში, შეიქმნეს საახალწლო განწყობა და დიდი მოლოდინებით ელიან ახალი 2023 წლის შემობრძანებას.
იხილეთ ფოტოები: