
ახალქალაქის N5 საჯარო სკოლაში ჯადოსნური საახალწლო განწყობაა.
სასკოლო საზოგადოება შესაბამისი გარემოს შექმნაზე აქტიურად ზრუნავს. მოსწავლეები ინიციატივას იჩენენ, სხვადასხვა დეკორაციას ამზადებენ, სკოლას ალამაზებენ და შემოქმედებით შესაძლებლობებს ავლენენ.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგიური კოლექტივი და დირექცია ყველანაირად ხელს უწყობენ მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარის განვითარებას.
„მოსწავლეები იდეებს შეთანხმებულად აზიარებენ და დიდი სითბოთი ალამაზებენ საყვარელ სკოლას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: