ქსოვრისის საჯარო სკოლაში, კოლეჯთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, პროფესიული განვითარების კურსები განხორციელდა
19-12-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლასა და ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯს შორის, 2019 წლის 29 მარტს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მემორანდუმის მიზანი იყო, სკოლის მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება, აკადემიური მიღწევების გაუმჯობესება და განათლების შემდგომ საფეხურზე ეფექტური გადასვლისთვის, „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამაში“ მონაწილეობა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

მემორანდუმის ფარგლებში სწავლება მიმდინარეობდა ორი კურსით: „სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი“ და „მეხილეობა“. 

პროგრამის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა აითვისეს გეგმით გათვალისწინებული სასწავლო პროგრამის სრული კურსი.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის კოლეჯის დირექციას სკოლებთან ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის და პედაგოგებს თინათინ ხუროშვილს და ნანა ფარულავას საინტერესო ლექციური და პრაქტიკული საქმიანობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203