ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მასწავლებელი ქეთევან დეკანაძე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდა
19-12-2022

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი - ქეთევან დეკანაძე ბათუმში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და აჭარის მუზეუმის ორგანიზებით,  სასტუმრო „ჰილტონში“ გამართულ მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდა, რომლის თემაც იყო - „მუზეუმი და გლობალიზაცია“.

ქეთევან დეკანაძე ამავდროულად აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობს. მან  კონფერენციაზე აჭარის ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში დაცული მასალების მიხედვით, თემა - „ოსმალთა ბატონობის გავლენა აჭარაზე“ წარადგინა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, კონფენერნციამ წარმატებულად ჩაიარა და მსმენელთა დიდი მოწონებაც დაიმსახურა. თითოეულ მონაწილეს კი სიგელი გადასცეს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203