„ტორნადოს ხეივანი“- ქვემო ბოლნისის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პოსტერი შექმნეს
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეთა განვითარებაზე პროფესიონალი პედაგოგები ყოველდღიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეებმა გეოგრაფიის გაკვეთილზე ბუნებრივი მოვლენების კერძოდ, ტორნადოს შესახებ პოსტერი - „ტორნადოს ხეივანი“ შექმნეს.
მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და საინტერესოდ ისაუბრეს.
ისინი აქტივობაში გეოგრაფიის პედაგოგ ზელიმხან ნანაჯანოვის ხელმძღვანელობით აქტიურად ჩაერთნენ.
იხილეთ ფოტოები: