„როგორ ხვდებიან ახალ წელს ამერ-იმერში“- ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პოსტერზე იმუშავეს
19-12-2022

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის N1 საჯარო სკოლის ქართული სექტორის მე-5 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პოსტერი დაამზადეს. 

პოსტერზე - „როგორ ხვდებიან ახალ წელს ამერ-იმერში“ მოსწავლეებმა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით იმუშავეს. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა კლასელებს გაუზიარეს. 

მათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციაზე ისაუბრეს და მსგავსება-განსხვავებები აღნიშნეს. 

იდეის ავტორი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი თამარ გოგოლაძე იყო. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203